მარგინალური ეკლესიები

მარგინალური ეკლესიები
მარგინალია ლათინური სიტყვაა (მარგინის - კიდე) და ზღვარგადასულობას, განაპირებას ნიშნავს. ,,მარგინალური მდგომარეობა”, ,,მარგინალური საქციელი’’ იურისპრუდენციაში პიროვნების კონტროლგარე მდგომარეობას, კონტროლგარე საქციელს, ე. ი. ცნობიერების დაკარგვას და მის მიღმა მყოფობას გულისხმობს. რელიგიათმცოდნეობასა და სოციოლოგიაში მარგინალურ ქრისტიანობას ზღვარგადასულ პროტესტანტობას ეძახიან. მასში ის რელიგიური ორგანიზაციები მოიაზრება, რომელთა არსებითი ნიშანი მოცემული ქვეყნის კულტურულ წარსულთან, აწმყოსთან და, ზოგადად, კულტურულ ღირებულობებთან კონფლიქტია.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»